ცოტნე გამსახურდიას ხვალ, 27 იანვარს, გააღვიძებენ

ცოტნე გამსახურდიას ხვალ, 27 იანვარს, გააღვიძებენთურქეთის კლინიკაში დაცვითი ნარკოზის ქვეშ მყოფ ცოტნე გამსახურდიას, სავარაუდოდ, ორშაბათს  გააღვიძებენ, ამის შესახებ „2020NEWS“-ს  ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ,  ანა ჯაბაურმა განუცხადა, რომელიც ამჟამად თურქეთში იმყოფება.

„ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის  მდგომარეობა გაუმჯობესებულია. სავარაუდოდ, ორშაბათს გააღვიძებენ“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა სააგენტოსთან საუბარში.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, გალის ქუჩაზე, მისსავე საცხოვრებელ სახლთან ახლოს დაჭრეს. მას მჭრელი საგნით ჭრილობები გულმკერდსა და თავში ჰქონდა მიყენებული. დაჭრიდან რამდენიმე წუთში მან გონება დაკარგა და სასწრაფოს თვითმხილველებმა გამოუძახეს, რის შემდეგაც გამსახურდიას რამდენიმე რთული ოპერაცია ჩაუტარდა, მათ შორის, ნეიროქირურგიულიც. საბოლოოდ გადაწყდა, რომ მისი მკურნალობა თურქეთის ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში გაგრძელდებოდა.

2020 ნიუსი