კორონავირუსის გავრცელების გამო, სამხრეთ კორეა განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს

კორონავირუსის გავრცელების გამო, სამხრეთ კორეა განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებსკორონა ვირუსმა ახალი ძალებით იფეთქა, ირანში 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და არიან გარდაცვლილები, დაღუპულთა რიცხვი იზრდება ჩინეთშიც და სამხრეთ კორეაშიც. მსოფლიოში, შეიძლება ითქვას, შიშმა იმატა, სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსთან ბრძოლა სულ უფრო აქტიურ ფაზაში გადადის.

შეწყდება ყოველწლიური ვენეციის კარნავალი.ირანში 14 პროვინციაში სწავლის პროცესი შეჩერებულია.თურქეთმა ირანთან საერთო საზღვარი დროებით დახურა. სამხრეთ კორეა განგაშის უმაღლეს დონეს აცხადებს. ქვეყნის პრეზიდენტის მუნ ჯე ინის განცხადებით, მომდევნო დღეები ეპიდემიის წინაშე მდგარი სამხრეთ კორეისთვის გადამწყვეტი იქნება.