მიხეილ ქარელი ირაკლი ოქრუაშვილს ოფისს ედავება – ”ვისაუბრებ მხოლოდ პირდაპირ ეთერში… “

მიხეილ ქარელი ირაკლი ოქრუაშვილს ოფისს ედავება - ”ვისაუბრებ მხოლოდ პირდაპირ ეთერში... “მიშა ქარელი დღეს საქალაქო სასამართლოში გამოჩნდა. ის ირაკლი ოქრუაშვილს ათონელის ქუჩაზე მდებარე „გამარჯვებული საქართველოს“ ოფისის ფართს ედავება. როგორც ცნობილია, საბანკო განცხადებებში მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის გვარი ფიქსირდება.

როგორც ამბობენ, ქარელს ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებების სანაცვლოდ „ქართული ოცნება“ გორის მაჟორიტარობას ჰპირდება.

ქარელი 15 წლის წინანდელ საქმეზეც ხელისუფლების „ოქროს მოწმეა“, ის ამბობს, რომ  ერთ-ერთ სუფრაზე ოქრუაშვილმა ისაუბრა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ქარელს არ ახსოვს, სად გაიმართა სუფრა.

მიხეილ ქარელმა დღეს ჟურნალისტების კითხვებსაც არ უპასუხა.

„ვისაუბრებ მხოლოდ პირდაპირ ეთერში, ახლა მომეცით გადაადგილების უფლება, თავისუფლებას მიზღუდავთ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

 

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/240295300299502/