ნინო ზურიაშვილი – ”რუსთავი 2-მა ჩვენი ფილმი ივანიშვილის ქონების შესახებ დაბლოკა”

ნინო ზურიაშვილი - ”რუსთავი 2-მა ჩვენი ფილმი ივანიშვილის ქონების შესახებ დაბლოკა”რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიების სერია რუსთავი 2-ზე ყოველ შაბათს გადიოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ტელევიზიას მიაწოდეს ახალი გადაცემის ანონსი, სადაც საუბარი იყო ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილის გაზრდილ ქონებაზე, ფილმი არხმა ეთერში არ გაუშვა და თავისუფლების მონიტორს ხელშეკრულება გაუუქმა.

ამის შესახებ სტუდია მონიტორის ხელმძღვანელმა, ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა ისაუბრა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ის (ივანიშვილი) საქართველოში მუშაობს, როგორც ბიზნესმენი 13 ოფშორული კომპანიით, რომელთაც დაფუძნებული აქვთ 100-ზე მეტი ზოგი ოფშორული, ზოგი ქართული კომპანია, ამ კომპანიებით ის იძენს ქონებას, ის აშენებს თავის ბიზნესს და აკნინებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, იმით, რომ ხშირად მათ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს აღებინებს, მისი მესიჯი, რომ ის საქართველოში ბიზნესს აკეთებს მხოლოდ პატრიოტული მიზნებით და არანაირი მოგებებით, არ შეესაბამება სიმართლეს“ – განაცხადა ნინო ზურიაშვილმა.

ნიუპოსტი