საბურთალოს დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება

საბურთალოს დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდებასაბურთალოს დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება, კომპანიაში წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზად ქსელის დაზიანება სახელდება.

“გუშინ, ღამით, დიდ დიღომში, კვირაცხოვლის ქუჩის მე-2 შესახვევთან კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. GWP-ის ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში რთულ ტექნიკურ აღდგენით სამუშაოებს ატარებდნენ.

სამუშაოები დასრულების ეტაპზეა – აღდგენილი ქსელი გაირეცხება, ლაბორატორიულად შემოწმდება და წყლით შეივსება. წყალმომარაგება საღამოს 18.00სთ-ზე აღდგება,”- ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადბაში.

სამუშაოების მიმდინარეობის დროს წყალმომარაგება შეზღუდული ექნება
ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს და კვარტლებს, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, შანხაის, ნუცუბიძის ქუჩას და კვარტლებს, ასათიანის, პოლიტკოვსკაიას და მიმდებარე ქუჩებს.
სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

რუსთავი 2