სოფელ განთიადში მოკლული ქალი იპოვეს

სოფელ განთიადში მოკლული ქალი იპოვესდმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა. ქალის ცხედარი დილით იპოვეს, რომელსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.