„ცოტნე გამსახურდიას ფოტო კლინიკიდან მანანა არჩვაძემ გაავრცელა“ – ანა ჯაბაურის ადვოკატი

„ცოტნე გამსახურდიას ფოტო კლინიკიდან მანანა არჩვაძემ გაავრცელა“ – ანა ჯაბაურის ადვოკატიგამსახურდიების ოჯახის შიგნით დაპირისპირება და სკანდალები არ წყდება. ამჯერად ანა ჯაბაურის უფლებადამცველი, ჯაბა კვარცხელია „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ ცოტნე გამსახურდიას ფოტო სტამბულის კლინიკიდან სოციალურ ქსელში, გამსახურდიას დედამ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლემ, მანანა არჩვაძემ გაავრცელა.

მიმართვის წერილში, რომელსაც უფლებადამცველი ავრცელებს, ოჯახი აღშფოთებას გამოთქვამს, პალატაში გადაღებული ფოტოს არამართლზომიერი დანიშნულებით გადაღებისა და საჯაროდ, უპასუხისმგებლო გავრცელების გამო.

„აღშფოთებული ვართ ჰოსპიტლის პალატაში ცოტნე გამსახურდიას ფოტოს არამართლზომიერი დანიშნულებით გადაღებისა და საჯაროდ, უპასუხისმგებლო გავრცელების გამო”, – აცხადებს ცოტნეს მეუღლის ადვოკატი.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მსგავდი უთანხმოება ანა ჯაბაურსა და მანანა არჩვაძეს შორის პირველი არ არის. მანამდე როგორც ჯაბაურის ადვოკატი, ჯაბა კვარაცხელია ამბობდა, მანანა არჩვაძე ანა ჯაბაურს სტამბულში, საკუთარი მეუღლის მონახულების უფლებას არ აძლევდა და სრულ იზოლაციაში ჰყავდა.

შეგახსენებთ, რომ პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე, თავის სახლთან დაჭრეს. იგი ამჟამად სტამბულის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს. მომხდართან დაკავშირებით, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა

 პრაიმტაიმი