20 მარტს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

20 მარტს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართებაწმინდა სინოდის სხდომა 20 მარტს გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

​„20 მარტს, 12:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით წმინდა სინოდის სხდომა შედგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, სინოდის მთავარი განსახილველი თემა კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი ვითარება და პრობლემების დაძლევაში ეკლესიის როლი იქნება.

ცნობისათვის, ბოლო სინოდის სხდომა გასული წლის 31 ოქტომბერს გაიმართა. კანონიკური წესით მიხედვით, წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება.