ავსტრიაში ყველა მაღაზია იხურება პროდუქტების მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა

ავსტრიაში ყველა მაღაზია იხურება პროდუქტების მაღაზიებისა და აფთიაქების გარდაავსტრიის პრემიერ-მინისტრის სებასტიან კურცის განცხადებით, ავსტრიაში ყველა მაღაზია იხურება გარდა აფთიაქებისა და პროდუქტის მაღაზიებისა. დახურვას არ ექვემდებარებიან ასევე ზოომაღაზიები, ბანკები, ფოსტა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო ობიექტები.

შეზღუდვები დაწესდა ასევე კვების ობიექტებშიც – რესტორნები და კაფეები მხოლოდ 15 საათამდე იმუშავებენ.ამასთან, კურცმა მოწოდებით მიმართა მეწარმეებსა და დაწსებულებების ხელმძღვანელებს, რომ შეძლებისდაგვარად დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ.

შეზღუდვები 16 ნარტიდან ამოქმედდება.