დავით ბაგრატიონის დედა, პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი გარდაიცვალა.
პრინცესა ესპანეთში ცხოვრობდა, შესაბამისად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსი გახდა.
“ნიუპოსტი” საქართველოს სამეფო სახლს დაუკავშირდა, სადაც მას უთხრეს, რომ პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელის გარდაცვალება ახალ კორონავირუსს არ უკავშირდება.
სამეფო ოჯახში აცხადებენ, რომ დავით ბაგრატიონის დედას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მან ცოტა ხნის წინ ინფარქტი გადაიტანა.
“საქართველოს სამეფო სახლი მწუხარებით იუწყება, რომ 2020 წლის 17 მარტს გარდაიცვალა მ.ს.უ. პრინცესა მარია დე ლას მერსედეს ზორნოზა ბაგრატიონ-მუხრანელი. საქართველოს სამეფო სახლის მეთაურის, მ.ს.უ. უფლისწული დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონის დედა.
პრინცესა დაიბადა ესპანეთში, ქალაქ მადრიდში 1942 წლის 2 აგვისტოს. 1968 წლის 10 მარტს იქორწინა საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილ გიორგი (ხორხე) ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილზე.
სამეფო წყვილს შეეძინა სამი შვილი: მარია ანტუანეტა, ირაკლი და დავითი,”-ნათქვამია საქართველოს სამეფო სახლის განცხადებაში.
ნიუპოსტი

