„დილის 6 საათზე გამეღვიძა ცხვრიდან სისხლისდენით“ – ქართველმა სტუდენტმა ბელიაში COVID-19 დაამარცხა

„დილის 6 საათზე გამეღვიძა ცხვრიდან სისხლისდენით“ - ქართველმა სტუდენტმა ბელიაში COVID-19 დაამარცხაბელგიაში, ქართველი სტუდენტი, ელია ამისულაშვილმა რამდენიმე კვირის წინ COVID19 – დაამარცხა, იგი ტელეკომპანია ”ფორმულასთან’’ დეტალურად ყვება იმ ძირითად სიმპტომებს, რაც აღენიშნებოდა. სტუდენტის განცხადებით, მიუხედავად ვირუსის დამარცხებისა, ჯერ კიდევ არ იცის, რა ნიშნებს ტოვებს COVID-19.

”დილის 6 საათზე გამეღვიძა ცხვრიდან სისხლისდენით, ასევე მახასიათებდა უჰაერობა, ვერ ვიძინებდი ღამით, ამ დროს კარანტინი არ იყო ბელგიაში გამოცხადებული. ვფიქრობ, რომ დაინფიცირება მოხდა სასწავლებლის შენობაში. მახასიათებდა დიარია, რომლითაც უნდა მიხვდე რომ ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია, ორი კვირაში მახასიათებდა ტკივილი მხრებში, საშუალო ტემპერატურა 37.6, როცა ვრეკავდი საავადმყოფოში არ გადავყავდი ექიმებს, რადგან მეუბნებოდნენ ხველა თუ გაქვთ გადაგიყვანთ, მაგრამ ხველა საერთოდ არ მქონია. არავინ იცის ვირუსი რა სიმტოპმით გამოვლინდება.

სამედიცინი ცენტრში გადასვლამდე ”პარაცეტამონი’’ მივიღე, შემდეგ ტემპერატურა უფრო ამეწია. საავადმყოფოში ფილტვები შემიმოწმეს და ფილტვებში ვირუსი აღმომიჩნდა, მისხამდნენ პარაცეტამონს, სტანდარტულ გადასხმებს. ასევე ვსვამდი ანტიბიოტიკებს.

ბელგიაში მკურნალობა მიმდინაროებს პნევმონიის დეპარტამენტში და შეიძლება ისევ 1 თვეში მივბრუნდე, რადგან ფიზიკურად შეუძლებელია უამრავი ადამიანის ერთ სამედიცინო ცენტრში განთავსება, ამიტომ როცა აღარ მახასიათებდა უჰაერობა, სახლში გამომიშვეს,” – აცხადებს ქართველი სტუდენტი ”ფორმულასთან” ინტერვიუში.

”ფორმულა”