გერმანიაში ქართველ მომღერალ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა – მას მსუბუქი ფორმა აქვს და სახლში მკურნალობს

გერმანიაში ქართველ მომღერალ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა - მას მსუბუქი ფორმა აქვს და სახლში მკურნალობსგერ­მა­ნი­ა­ში მცხოვ­რებ ახალ­გაზ­რდა ქალს, რო­მე­ლიც ერთ-ერთ სა­ო­პე­რო დას­ში მღე­რის, კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოს­ტი ლიკა ბა­სი­ლა­ი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

“გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და ერთ-ერთ სა­ო­პე­რო დას­ში მღე­რის ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი (აქ დე­დამ არ იცის, რომ მისი შვი­ლი ასეთ დღე­შია, ამი­ტომ არ ვწერ ვინ არის) და­უდ­გინ­და კო­რო­ნა­ვირუ­სი, 3 დღეა წევს მარ­ტო სახ­ლში 39 სი­ცხით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო არის მი­უწ­ვდო­მე­ლი!!! ვინ­მემ უშ­ვე­ლეთ!!” – და­წე­რა ბა­სი­ლა­ი­ამ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ AMBEBI.GE და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას უახ­ლო­ეს მე­გო­ბარს და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც დი­ლი­დან ცდი­ლობს მე­გობ­რის პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხმა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს მი­აწ­ვდი­ნოს.

“ორი წე­ლია იქ ცხოვ­რობს და ერთ-ერთ დას­ში მღე­რის. 4 დღის წინ მათ დას­ში ერთ-ერთ მომ­ღე­რალს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. და­სის და­ნარ­ჩენ წევ­რებ­საც და­ე­წყოთ სიმპტო­მე­ბი – წე­ლის ტკი­ვი­ლი, ხვე­ლა, 38 გრა­დუ­სი სი­ცხე. ჩემი მე­გო­ბა­რი და­სის წევ­რებ­თან ერ­თად მი­ვი­და ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში და სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში მოხ­და ტეს­ტის აღე­ბა. დღეს 4 სა­ათ­ზე მო­უ­ვი­და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი.

რა­შია ახლა პრობ­ლე­მა – უთხრეს, რომ სახ­ლში უნდა იყოს და და­ე­ლო­დოს გამ­წვა­ვე­ბას. ყო­ველ­წამს ვე­სა­უბ­რე­ბი, აქვს სუნ­თქვის გაძ­ნე­ბე­ლა, ახლა სი­ცხე არ აქვს, მაგ­რამ ყელი სტკი­ვა. და­სის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი უფრო მსუ­ბუ­ქად არი­ან. ჩემი მე­გო­ბა­რი 30 წლამ­დე ასა­კის არის და საკ­მა­ოდ რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს მის შემ­თხვე­ვა­ში ვირუ­სი. თა­ვად რო­გორ უნდა და­ად­გი­ნოს გარ­თუ­ლე­ბის დონე?!

ძლა­ი­ან ძლი­ე­რი ად­ამ­ი­ა­ნია, მაგ­რამ ბევ­რი სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რის გამო პა­ნი­კა­შია. პირ­ვე­ლი, ის რომ სხვის­გან გა­და­ე­დო, ასე­ვე აქ მშობ­ლებ­მა, რომ გა­ი­გონ გა­გიჟ­დე­ბი­ან. მარ­ტოა გა­მო­კე­ტი­ლი ოთახ­ში… უთხრეს იბუპრო­ფე­ნი არ და­ლი­ო­ოო. არა­და სი­ცხემ რომ აუ­წი­ოს, რა და­ლი­ოს ისიც არ იცის. ალ­ბათ გერ­მა­ნი­ის ჯან­დაც­ვას ამ პი­რო­ბებ­ში სჭირ­დე­ბა ადაპ­ტა­ცია, მაგ­რამ ამ წუ­თას ასე­თი სი­ტუ­ა­ცი­აა.

ჩემი მე­ო­რე მე­გო­ბა­რი იტა­ლი­ა­შია და თავს ისიც ცუ­დად გრძნობს, იმას ტეს­ტიც კი არ გა­უ­კე­თეს. იტა­ლი­ა­ში რა­ღაც ნიშ­ნულს თუ არ მი­აღ­წევს სი­ცხე, მა­ნამ­დე ტესტსაც არ უკე­თე­ბენ” – ამ­ბობს და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გო­გო­ნას მე­გო­ბა­რი, რომ­ლის სა­ხელს და გვარს მისი თხოვ­ნით არ ვა­სა­ხე­ლებთ.

ასე­ვე AMBEBI.GE და­უ­კავ­შირ­და ლიკა ბა­სი­ლა­ი­ას, რო­მელ­მაც თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. მისი თქმით, “ფე­ის­ბუქ­ზე” ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან და­უ­კავ­შირ­დნენ. რო­გორც ბა­სი­ლა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ქარ­თველ გო­გო­ნას სამ­შობ­ლო­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, სპეც­რე­ი­სით ჩა­მო­იყ­ვა­ნენ.

“და­მი­რე­კა ჯერ მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წემ, შემ­დეგ მი­ნის­ტრმა ზალ­კა­ლი­ან­მა და თქვა, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ ამ ადა­მი­ა­ნის და­სახ­მა­რებ­ლად. ისე მე ვურ­ჩიე, რომ ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მო­სახ­სნე­ლად, ვინც იქ ავად გახ­და კო­რო­ნა­ვუ­რუ­სით, ცალ­კე თვითმფრი­ნა­ვი უნდა გა­მო­ყონ” – აღ­ნიშ­ნა მან.

მოგვიანებით ინფორმაცია გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეს ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს და მკურნალობას გადის ადგილზე გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ.

„აღნიშნულ მოქალაქეს დაუკავშირდა საქართველოს საელჩო, კერძოდ საკონსულო მიუნხენში, გაეცნო მის მდგომარეობას. მუდმივად არის საკონსულო მათთან კავშირზე. საქართველოს მოქალაქეს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია გერმანელ მედიკოსებთან, რომლებმაც მიუთითეს მკურნალობის მეთოდოლოგია მისი მდგომარეობის გათვალისწინებით. საკონსულო მუდმივად რჩება მასთან კონტაქტზე და საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩენს საჭირო დახმარებას.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს იგი რეკავდა საკონსულოს ცხელ ხაზზე და მას არ პასუხობდნენ, მოქალაქესთან კომუნიკაციის შემდეგ, აღმოჩნდა რომ არ არის სიმართლე და უზუსტობას ჰქონდა ადგილი. იგი არ ურეკავდა გერმანიაში საქართველოს საელჩოს და სამივე საკონსულო ოლქის მითითებულ ცხელ ხაზზე. ის რეკავდა სხვა ნომერზე. აღნიშნულ მოქალაქეს მისივე ინფორმაციით და გერმანელი მედიკოსების ინფორმაციითაც აქვს ვირუსის მსუბუქი ფორმები. იგი არ ექვემდებარება სტაციონარულ მკურნალობას და მკურნალობას გადის ადგილზე გერმანელი მედიკოსების მეთვალყურეობის და მონიტორინგის ქვეშ“,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.