გიორგი მარგველაშვილი – “პანდემიის დროს საერთო კოვზზე უარის ართქმა გაუგებარია”

გიორგი მარგველაშვილი - "პანდემიის დროს საერთო კოვზზე უარის ართქმა გაუგებარია"გიორგი მარგველაშვილი საპატრიარქოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ქრისტიანობა განათლების, თანამედროვე ცივილიზაციის შემქმნელი რელიგიაა. პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არშეცვლა, საერთო კოვზზე უარის ართქმა გაუგებარია. მახსენდება: “ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს” (მათე 23:26)”, – წერს მარგველაშვილი “ტვიტერზე”.