ტრაგედია თბილისის ჭიდაობის დარბაზში – გოჩა მარიამიძე შვილის, ლუკა მარიამიძის, ჭიდაობის ყურებისას გარდაიცვალა

ტრაგედია თბილისის ჭიდაობის დარბაზში - გოჩა მარიამიძე შვილის, ლუკა მარიამიძის, ჭიდაობის ყურებისას გარდაიცვალათბილისში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე ჭიდაობაში, მაყურებელი გარდაიცვალა.

გოჩა მარიამიძეს გულის შეტევა მაშინ დაემართა, როდესაც მისი შვილი ნახევარფინალში ჭიდაობდა.

შეხვედრა ლუკა მარიამიძის გამარჯვებით დასრულდა.

შემთხვევა 29 თებერვალს მოხდა, დიღომში, „ნიუთბილისის“ ფრენბურთის დარბაზში.

საქართველოს პირველობაზე ფინალები მეორე დღეს 1 მარტს გაიმართა.

ლუკას წესით გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობა აღარ უნდა მიეღო, მაგრამ დილით დარბაზში მივიდა და გამოაცხადა, რომ აუცილებლად იჭიდავებდა.

მან ფინალში სუფთად მოიგო და საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ნიუპოსტი