ინგა გრიგოლია – ამდენი ადამიანი უმუშევარი რჩება და ხელისუფლება კიდევ უმატებს ჩვენს თანამშრომლებს… ჩვენ ისევ ინკასო დაგვადეს”

ინგა გრიგოლია - ამდენი ადამიანი უმუშევარი რჩება და ხელისუფლება კიდევ უმატებს ჩვენს თანამშრომლებს...  ჩვენ ისევ ინკასო დაგვადეს''“ტვ პირველის” გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია ტელეკომპანიისათვის ინკასოს დადებას ეხმაურება.

“მაშინ როდესაც ქვეყანა არის ეკონომიკურ კრიზისში, იხურება მთელი რიგი კომპანიები. უამრავი ადამიანი რჩება შემოსავლის გარეშე, როდესაც ბანკებმაც კი იგრძნეს, რომ შეეთავაზებინათ თავისი კლიენტებისთვის საბანკო დავალიანებების გადავადება, ამ დროს ჩვენ ისევ ინკასო დაგვადეს. ყველა კომპანია, მთელი ქართული ბიზნესი დგას კოლაფსის წინაშე, ტელეკომპოანიას ისევ ინკასოს ადებენ.გუშინ ივმართე თხოვნით 10 დღით გადაევადებინათ, საგანგებო მდგომარეობაა გასამმაგებულად ვმუშაობთ.ეს არის წარმოუდგენელი რამ, გაოგნებული ვარ. ამდენი ადამიანი უმუშევარი რჩება და ხელისუფლება კიდევ უმატებს ჩვენს თანამშრომლებს” – აცხადებს ინგა გრიგოლია.