ისრაელის ექიმები – ”კორონავირუსი გაცილებით იოლად მიმდინარეობს, ვიდრე დღემდე გვეგონა”

ისრაელის ექიმები - ”კორონავირუსი გაცილებით იოლად მიმდინარეობს, ვიდრე დღემდე გვეგონა”ისრაელის ექიმების განცხადებით, კორონავირუსი გაცილებით იოლად გრძელდება, ვიდრე ამას დღემდე ვარაუდობდნენ. ამასთან, მათი თქმით, საკარანტინო ზომები საშუალებას იძლევა დაიწიოს ზეწოლამ ჯანდაცვის სისტემაზე.

„თუკი თქვენ დაინფიცირდებით კიდეც კორონავირუსით, ეს სამყაროს დასასრული არ არის. ეს დაავადება, რომელიც 84 %-ში იოლად მიმდინარეობს, ადამიანთა ნაწილი ვერც კი გებულობს, რომ დაინფიცირებულები არიან. 16 % – თვის ეს გაცილებით მძიმე დაავადებაა, რომელთაგან 2.5-დან 5% – მდე შესაძლოა, საჭიროებდეს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას. სიკვდილის პროცენტული მაჩვენებელი კი სრულებითაც არ არის ისეთი, როეგორიც გვესმოდა ჩინეთის ხუბეის პროვინციიდან. ეს ციფრები გაცილებით დაბალია. თუკი ამას შევხედავთ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ეს ავადმყოფობა გაცილებით იოლია, ვიდრე ჩვენ დასაწყისში გვეგონა“ – განაცხადა „რია ნოვოსტითან“ ინტერვიუში ისრაელის „შიბა-ტელ-ა-შომერ“-ის უმსხვილესი კლინიკური ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა აფეკ არნონმა.

ისრაელში სამშაბათის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 324 ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.

იპნ