ამის შესახებ იტალიელმა ჟურნალისტმა ანდრეა ფოამ “ტვ პირველის” გადაცემა “პირველებში” განაცხადა.
“მიზეზი, რატომაც გამოაცხადა მთავრობამ კარანტინი ეს ძირთადად იმისთვის იყო, რომ გადადების მაჩვენებელი შემცირდეს. ეს გადამწყვეტია იმისათვის, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდეს ავადმყოფების მოდინებას, რომლებმაც ფაქტობრივად წალეკა ლომბარდიის ჰოსპიტალები.
ლომბარდიის რეგიონი აღმოჩნდა ყველაზე მძიმე დარტყმის ქვეშ, რომელსაც ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემები გააჩნია მთელ ევროპაში. წარმომიდგენია რა მოხდება თუ ასე გავრცელდება იმ რეგიონებში თუ ქვეყნებში, რომელიც ასე კარგად არ არის მზად. დღეს ვესაუბრე ექიმს, რომელიც მუშაობს მილანში და მან მითხრა, რომ სიტუაცია ტრაგიკულია”, – განაცხადა იტალიელმა ჟურნალისტმა.
აიპრესი

