მარნეულიდან გადმოყვანილი 14 დღის ჩვილის მდგომარეობა მძიმეა – ის აპარატულ სუნთქვაზეა

მარნეულიდან გადმოყვანილი 14 დღის ჩვილის მდგომარეობა მძიმეა - ის აპარატულ სუნთქვაზეამარნეულიდან გადაყვანილ ახალშობილს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი აღენიშნება. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა.ექიმის თქმით, 14 დღის ჩვილს კორონავირუსზე ანალიზი უკვე აუღეს, პასუხი კი დღეს საღამოს იქნება.

„ამ წუთში ის აპარატულ სუნთქვაზეა. პაციენტი მძიმეა, მაგრამ არა უიმედო. მას აქვს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ჩვეულებრივად, რეანიმაცია კეთდება, როგორც ეს ახალშობილ ჩვილებშია გათვალისწინებული პროტოკოლით. რესპირატორული დისტრეს სინდომი უფრო რთულია, ვიდრე ფილტვების ანთება. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ბავშვი გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან,“- აცხადებს ექიმი.