მეუფე ნიკოლოზი – “სინოდი ერთ აზრზეა, რომ ზიარების კოვზით ინფექციის გადადება გამორიცხულია”

მეუფე ნიკოლოზი - "სინოდი ერთ აზრზეა, რომ ზიარების კოვზით ინფექციის გადადება გამორიცხულია"საპატრიარქოში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ზიარების წესზე ეკლესია იმავე აზრზე დარჩა.

მისი თქმით, ზიარების კოვზით ინფექციის გადადება გამორიცხულია.

“მე პირადად ასე მიმაჩნია და წმინდა სინოდში არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რომ ეჭვის შეტანა იმაში, რომ საერთო კოვზით ზიარებით შეიძლება ინფექცია გადაედოს ვინმეს, ეს არის ყოვლად გამორიცხული. შესაბამისად, ამას რაც შეეხება, არავითარი ცვლილება არ შეიძლება, რომ იყოს”, – განაცხადა მან.