პაატა იმნაძე: 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ ვერ დავრჩები სახლში, უნდა ვიმუშავო

პაატა იმნაძე: 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ ვერ დავრჩები სახლში, უნდა ვიმუშავოდაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ მთავრობის კანცელარიაში კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.

კითხვაზე, რა რეკომენდაციებს მისცემდა იმ კლინიკებს სადაც ასაკით რისკ ჯგუფში შედიან, იმნაძემ განაცხადა:

“მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ ვერ დავრჩები სახლში, მე უნდა ვიმუშავო”.

“აქ ორგვარია მიდგომა. გავიხსენოთ, ჩინეთში პენსიონერი ექიმები დაბრუნდნენ სამსახურებში, რომ ემსახურათ თავიანთი ქვეყნისთვის. რეკომენდაცია ყველას ეხება ერთნაირად გინდა ექიმი იყოს, გინდა სხვა პროფესიის ადამიანი, რომ 65 წელზე მეტის ვინც არის, მაქსიმალურად სახლში უნდა დარჩეს და არ გამოვიდეს გარეთ”, – განაცხადა იმნაძემ.