პრემიერი: მივმართავ პრეზიდენტს ერთი თვით შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა

პრემიერი: მივმართავ პრეზიდენტს ერთი თვით შემოიღოს საგანგებო მდგომარეობაკორონავირუსი: საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.
საქართველოში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.
საქართველოს პრემიერმა პრეზიდენტს თხოვნით უკვე მიმართა.

“საქართველოს მთავრობა დღეს მიმართავს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაით 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა, მათგან ერთი გამოჯანმრთელდა.