პრემიერმა გიორგი გახარიამ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა – ვიდეო

პრემიერმა გიორგი გახარიამ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა - ვიდეოსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოში ვიზიტით მყოფ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა. ლეკვს ბომბორა ჰქვია.

ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფეისბუქზე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური 2-დღიანი ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია.

https://www.facebook.com/nikol.pashinyan/videos/201990771169937/