საფრანგეთიდან დაბრუნებული მოქალაქე მაღალი ტემპერატურით თელავიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

საფრანგეთიდან დაბრუნებული მოქალაქე მაღალი ტემპერატურით თელავიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანესსაფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული მგზავრებიდან ერთ-ერთი მაღალი ტემპერატურით ჯერ თელავის რეფერალური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი სპეციალური ეკიპირებით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, პაციენტის ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და აქვს თუ არა ქალს კორონავირუსი, ხვალ დილით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, გუშინ პარიზი-თბილისის რეისის მგზავრები თელავში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო ზონაში მოათავსეს.

ნიუპოსტი