საქართველოში კორონავირუსი 12 წლის ბავშვს დაუდგინდა

საქართველოში კორონავირუსი 12 წლის ბავშვს დაუდგინდასა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ბავ­შვის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბავ­შვი 12 წლისაა.

მი­სი­ვე თქმით, ბავ­შვი ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ ჯგუ­ფის წევ­რებ­თან ერ­თად შე­იყ­ვა­ნეს, რომ­ლე­ბიც თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და რომ­ლებ­საც ვირუ­სი გან­მე­ო­რე­ბი­თი ტეს­ტის შე­დე­გად დღეს და­უ­დას­ტურ­და. ბავ­შვის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, იტა­ლი­ა­ში კონ­ტაქტს და სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ნო­მერ მე­ო­რე შემ­თხვე­ვას­თან ნაც­ნო­ბო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლე­ბიც 28 თე­ბერ­ვლი­დან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი 23-მდე გა­ი­ზარ­და. stopcov.gov.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში – 126 იმ­ყო­ფე­ბა, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ – 46.

ამბები