საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდასაქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა დადასტურდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 73.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეს 3 პირი კონტაქტში იყო უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან.

მისივე თქმით, ქვეყანაშ ჯერჯერობით იმედისმომცემი სიტუაცია.

„33 ინფიცირებულია. გუშინ იყო 30 და დაემატა – 3. ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები, ერთი მამაკაცი და ორი ქალი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ჯერჯერობით ვინარჩუნებთ იმედის მომცემ სიტუაციას, როდესაც არ დაფიქსირებულა მეოთხეული შიდა გადაცემა, როდესაც დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ მან არ იცის თუ ვისგან დაინფიცირდა. მაგალითად, შეიძლება იყოს, რომ პიროვნება გავიდეს მაღაზიაში, ან რაღაც საქმეზე, ქუჩაში და შემდეგ აღმოჩნდეს ინფიცირებული. ეს მდგომარეობა უფრო სერიოზულია და გარკვეულ სპეციალურ ტაქტიკას მოითხოვს ღონისძიებების. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, ეს არ არის. ამ სამივე ადამიანმა იცის თუ ვისთან ჰქონდა კონტაქტი.

მე არ ვიცი ზუსტად ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ თუ კარანტინში, მაგრამ რომელიღაც ფორმა გამოყენებული ჰქონდათ. არაფერი კავშირი ამ პაციენტებს არ აქვთ იმ ჯგუფებთან რომლებზეც აქამდე იყო საუბარი“, – განაცხადა ცერცვაძემ.