საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებულისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 1130 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 81 პირი.

ახალი პაციენტებიდან 2 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორივე მათგანი ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ მოქალაქეებთან დაკავშირებული პირია.

ინფორმაციისთვის, 38 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.