თენგიზ ცერცვაძე – ”რაც გუშინ ტრამპმა თქვა, იმას ჩვენ თვენახევარია, ვაკეთებთ”

თენგიზ ცერცვაძე - ”რაც გუშინ ტრამპმა თქვა, იმას ჩვენ თვენახევარია, ვაკეთებთ”ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ იმას, რაც გუშინ ტრამპმა თქვა, საქართველო თვენახევარია აკეთებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ს ოფიციალურ რეკომენდაციებს და ექსპერტების რჩევისა და ექსპერტებთან გაკეთებული ანალიზის საფუძველზე, როგორც პრეზიდენტი, თავის თავზე იღებს, რომ მედიკამენტი „პლაქვენილი“, პრეზიდენტის ბრძანებით, დაუშვას გამოსაყენებლად.

ცერცვაძემ განაცხადა, რომ ამის გამო სამსახურში პატარა ზეიმიც კი ჰქონდათ.

„მოხდა საინტერესო რამ, გუშინ გამოქვეყნდა ფრანგების რეკომენდაციები, სადაც მათაც „პლაქვენილი“ დაასახელეს ამ დაავადების, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ.

კიდევ მოხდა უფრო მნიშვნელოვანი რამ, ტრამპი, იცით მისი ექსტრავაგანტულობა, სწრაფი მოქმედებები,გამოვიდა და ოფიციალურად განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ს ოფიციალურ რეკომენდაციებს და ექსპერტების რჩევისა და ექსპერტებთან გაკეთებული ანალიზის საფუძველზე, როგორც პრეზიდენტი, თავის თავზე იღებს, რომ ეს მედიკამენტი, „პლაქვენილი“ პრეზიდენტის ბრძანებით დაუშვას გამოსაყენებლად, მისი გამოყენება გახადოს ლეგიტიმური, ანუ ექიმებს ჰქონდეთ უფლება, გამოიყენონ, ვიდრე FDA დასკვნას გააკეთებს.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და, მართალი გითხრათ, პატარა ზეიმივით გვქონდა სამსახურში, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თვენახევარია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში.

ნიუპოსტი