ზუგდიდში პური კვლავ გაძვირდა

ზუგდიდში პური კვლავ გაძვირდაზუგდიდის ბაზარში პური ისევ გაძვირდა. ფაქტს მოსახლეობის, მათ შორის გამუოდველების პროტესტი მოჰყვა.მათი თქმით, პურს ადგილობრივი საცხობების მფლობელები განგებ აძვირებენ.

თავის მხრივ, საცხობების მფლობელები ამბობენ, რომ პურზე ფასის მომატება ფქვილისა და ხორბლის ფასის მატებამ გამოიწვია. მათი განმარტებით, პური არა 20, არამედ 10 თეთრით გაძვირდა.

რამდენიმე კვირის წინ ზუგდიდში პურის ფასმა ათი თეთრით მოიმატა, ორი დღის წინ ბაზარში კიდევ ათი თეთრით გაძვირდა.