ეკატერინე ტიკარაძე – “ქვეყანაში ამ დროისთვის 700 სასუნთქი აპარატია”

ეკატერინე ტიკარაძე - "ქვეყანაში ამ დროისთვის 700 სასუნთქი აპარატია"ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში ამ დროსითვის 700 სასუნთქი აპარატია.

მისი თქმით, ეს მარაგი სრულიად საკმარისია.

“ეს არის სრულიად საკმარისი იმისთვის, რომ პაციენტების უსაფრთხო გამოჯანმრთელებაზე იზრუნონ ექიმებმა”,- განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრი ამბობს, რომ სუნთქვითი მხარდაჭერა მხოლოდ 6 პაციენტს სჭირდება.

მინისტრის ინფორმაციით, 188 ინფიცირებულიდან 81 ადამიანს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და მათგან მხოლოდ, 8 პაციენტს დასჭირდა სუნთქვითი მხარდაჭერა. ამ დროისთვის სუნთქვის აპარატი სჭირდება საუნივერსიტეტო კლინიკის სამ, ბათუმის, გორის და ინფექციური საავადმყოფოს თითო-თითო პაციენტს.