მაღალი სასულიერო იერარქი ინფექციონისტების განცხადებებმა გააღიზიანა. რომლის მიხედვითაც სპეციალისტები მრევლს ტაძარში მისვლისკენ თავის შეკავებას ურჩევენ.
მეუფე იაკობი დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძესა და მის მოადგილეს პაატა იმნაძეს ბოდიშის მოხდას სთხოვს.
მაღალი სასულიერო იერარქი ინფექციონისტების განცხადებებმა გააღიზიანა. რომლის მიხედვითაც სპეციალისტები მრევლს ტაძარში მისვლისკენ თავის შეკავებას ურჩევენ.
მეუფე იაკობი მედიკოსების ღირსებაზე საუბრობს.
„ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ, მე სხვა ექიმებზე არაფერი ის არა მაქვს, რა. გულიანი ადამიანები არიან ისინი და სხვანაირად იქცევიან. მაგრამ ამათი საქციელი, მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოვიდნენ, ბოდიში მოიხადონ იმიტომ, რომ ღირსება შერჩეთ“, – აცხადებს იაკობი.

