ხაშურის მუნიციპალიტეტში, გომის თემში მდებარე სოფელი ხიდისყური, სადაც კოვიდ 19-ის შემთხვევა დადასტურდა, სრულად ჩაიკეტა. სოფლის ყველა შესასვლელს პოლიცია აკონტროლებს. გადაადგილება აიკრძალა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც.
ინფიცირებულის ოჯახის ყველა წევრი საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი, მათი ანალიზების პასუხები ცოტა ხანში გახდება ცნობილი. თვითიზოლაციაში იმყოფება ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი მეზობლად მცხოვრები ოჯახის ყველა წევრი. ხიდისყურში დაიკეტა მაღაზიაც, რომლითაც ინფიცირებული ქალი ხშირად სარგებლობდა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალს კოვიდ 19-ით ინფიცირება გუშინ დაუდასტურდა. აღნიშნული პირი თბილისში ცხოვრობს და ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისყურში მდებარე აგარაკზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
იპნ

