პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანის განცხადებით კორონავირუსით დაავადებული მარნეულელი ქალი ინფექციისგან განიკურნა
“პაციენტი კრიტიკული კი არა ტერმინალური შემოვიდა მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან. ახლა ქალბატონის მდგომარეობა არის დადებითი, გამოჯანმრთელებულია რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას, ის გადარჩა და COVID-19 ის გარეშე ეწერება კლინიკიდან,” – განაცხადა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანის თქმით, რეანიმაციაში მოთავსებული 7 პაციენტიდან 3 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია, არიან ოქსიგენდამოკიდებულები და აგრძელებენ მკურნალობას.
დადებითი მდგომარეობა აქვს კლინიკაში მოთავსებულ ორსულ ქალებს და 3 მოზარდს.
დღეს დადასტურებული შემთხვევებიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 პაციენტია. ამ ეტაპზე კლინიკაში სულ არის 55 პაციენტი აქედან 33 დადასტურებული აქვს ფილტვის პნევმონია. კორონავირუსზე უარყოფითი დასკვნა მოვიდა 2 პაციენტზე და ისინი დღეს ტოვებენ კლინიკას.

