ნიკა გამყრელიძემ საავადმყოფო დატოვა – “ექიმებისგან არც დაღლა მიგრძვნია და არც შიში”

ნიკა გამყრელიძემ საავადმყოფო დატოვა - "ექიმებისგან არც დაღლა მიგრძვნია და არც შიში"“ევექ­სის” სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რი, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ვაჟი ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძე გა­მო­ჯან­მრთელ­და და ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­ე­წე­რა.

ამის შე­სა­ხებ ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძემ “ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე და­წე­რა:

“მე­გობ­რე­ბო, პა­ცი­ენ­ტი #10 გა­მო­ჯან­მრთელ­და და შე­სა­ბა­მი­სად 26-ე დღეს დავ­ტო­ვე კლი­ნი­კა და გა­და­ვე­დი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა ესე­თი მხარ­და­ჭე­რის­თვის და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის, ძა­ლი­ან გა­მაძ­ლი­ე­რეთ ამით!

არ შე­მიძ­ლია ქედი არ მო­ვი­ხა­რო და რო­გორც რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქემ უდი­დე­სი მად­ლი­ე­რე­ბა არ გა­მოვ­ხა­ტო სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის წი­ნა­შე, ვინც გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ ომში იბ­რძვის წინა ხაზ­ზე ჩვე­ნი ყვე­ლას ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ 26 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ერთხელ არ მიგ­რძვნია მათ­გან არც დაღ­ლა არც შიში, მხო­ლოდ სით­ბო, მხარ­და­ჭე­რა და ძა­ლი­ან დიდი შე­მარ­თე­ბა იყო სულ. აქამ­დეც ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მა მათ მი­მართ ისე­დაც ძა­ლი­ან დიდი იყო, მაგ­რამ ეხლა კი­დევ სხვა­ნა­ი­რად და­ვი­ნა­ხე რო­გორც პა­ცი­ენ­ტმა! მად­ლო­ბა თქვენ, ნამ­დვი­ლად სა­ა­მა­ყო ხართ და გამ­ძლე­ო­ბას გი­სურ­ვებთ!

ჩვენ კი რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ვას­რუ­ლოთ, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კი არის რომ გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს, რომ გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ზი­ა­ნი არ მი­ვა­ყე­ნოთ ჩვენს ირ­გვლიც მყო­ფებს, დავ­რჩეთ აუ­ცი­ლებ­ლად სახ­ლში. მხო­ლოდ ამ გზით და­ვა­მარ­ცხებთ ყვე­ლა ერ­თად ამ გა­მოწ­ვე­ვას.

ვუ­ლო­ცავ ყვე­ლა გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულს და სწრაფ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ ყვე­ლა ინ­ფი­ცი­რე­ბულს!” – წერს გამ­ყრე­ლი­ძე.

ნი­კო­ლოზ გამ­ყრე­ლი­ძეს კო­რო­ნა­ვირუ­სი 6 მარტს და­უ­დას­ტურ­და, იქამ­დე ის რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რად­გან “გე­ფას” დი­რექ­ტორ­თან ჰქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია, რო­მე­ლიც ასე­ვე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო.

ამბები