ოთარ კვირიკაშვილი – რა ხდება მატროსოვის ციხეზე?!

ოთარ კვირიკაშვილი - რა ხდება მატროსოვის ციხეზე?!როგორც ცნობილია ე.წ.მატროსოვის ციხიდან პატიმრები რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

„გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ოთარ კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს! სხვა ნებისმიერ საკითხზე თუ ახერხებთ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან, მათ შორის არაფორმალური შეხვედრების ფორმით. რა ხდება მატროსოვის ციხეზე და რატომ გადაჰყავთ პატიმრები, იქნებ ვინმემ გააკეთოს განმარტება..

მათ ხომ ოჯახის წევრები და მეგობრები ჰყავთ, ხალხს აინტერესებს, ამ დროს კი ყველა ერთიანად დადუმებულია.

ხელისუფლება ხმას არ იღებს და თუ ძალა არ დაატანა არავინ, არც ამოიღებს, მაგრამ რას მიკეთებთ ოპოზიციის ძალად ლიდერები, რაღაც ნამეტანი კომფორტულად ხომ არ ხართ კარანტინში?“ – წერს ოთარ კვირიკაშვილი.