ფოთის ბაზრის შესასვლელში ფულს აუთოებენ

ფოთის ბაზრის შესასვლელში ფულს აუთოებენფოთის ბაზრის მომხმარებლების ქაღალდის ფულს, ვირუსის საფრთხის გამო, შესასვლელში აუთოებენ და სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებენ. აგრარულმა ბაზარმა დღეს მუშაობა გააგრძელა, თუმცა ვირუსის პრევენციის მიზნით კონტროლის მექანიზმი გამკაცრებულია – ყველა მომხმარებელს უტარდება თერმოსკრინინგი.

ბაზრის ადმიმისტრაციის თქმით, მაქსიმალურად მიმდინარეობს ზედამხედველობა და კონტროლდება ყველა პირი, ვინც ბაზრის ტერიტორიაზე შევა.

მიუხედავად დაანონსებული დახურვისა, ფოთში აგრარული ბაზარი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

რუსთავი 2