“საბერძნეთის სახელმწიფო მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღდგომის აღნიშვნა 26 მაისის ღამისთვის გადაიტანა” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია

"საბერძნეთის სახელმწიფო მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღდგომის აღნიშვნა 26 მაისის ღამისთვის გადაიტანა" - რას წერს კონსტანტინე გამსახურდიაკონსტანტინე გამსახურდიამ ფეისბუქში დაწერა:

“საბერძნეთის სახელმწიფო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა – ელადის არქიეპისკოპატმა – ათენის 1. აპრილის სხდომაზე მთავარეპისკოპოს იერონიმეს თავმჯდომარეობით გადაწყვიტა აღდგომის საზეიმო დღესასწაულის აღნიშვნა კორონავირუსის გავრცელების გამო მაისის ბოლოსკენ გადაიტანოს, როგორც ამას იუწყება Credo.Press-ის პორტალი არქიეპისკოპატის ოფიციალურ საიტზე დაყრდნობით.

სინოდის სხდომა ჩატარდა ტელეკონფერენციის რეჟიმში საბერნეთის სამთავრობო პლატფორმაზე, საბერძნეთის ციფრული მთავრობის სამინისტროს მხარდაჭერით.

სინოდმა არქიეპისკოპატის სამღვდელოებას და მორწმუნეებს მოუწოდა ჯანდაცვის ორგანოების ყველა მითითების შესრულებისკენ, რომელთა დარღვევაც არ არის მიზანშეწონილი “თვით ქრისტიანული მოძღვრების სახელითაც კი”, რამდენადაც ქრისტეს სარწმუნოება მიგვიძღვის არა სიკვდილისკენ, არამედ სიცოცხლისკენ. საბერძნეთის ეკლესიის უზენაესმა სამღვდელოებამ ყველა მოქალაქეს მოუწოდა დარჩეს სახლში ნებისმიერ შემთხვევაში 11 აპრილამდე. სინოდის გადაწყვეტილებაში მოხმობილია წმინდა მამათა ციტატები იმაზე, რომ ხსნა ტაძრის გარეთაცაა შესაძლებელი და ღვთის მიმართ მსხვერპლი შესაძლოა შეიწიროს არამარტო საკურთხევლებზე, არამედ საკუთარ გულშიც. იგი შეიცავს მოწოდებას, რომ სახლში უფრო გულმოდგინედაა საჭირო ლოცვა. ტაძარში შესვლაზე უარი სინოდის მიერ ახსნილია, როგორც მსხვერპლი გაღებული დასნეულებულთა მიმართ და იმათ მიმართაც, ვინც აწი შესაძლოა დაავადდეს – ვინც უკვე “ცოცხალი მსხვერპლნი” გახდნენ.

აღდგომის საზეიმო ღვთისმსახურება სინოდმა დანიშნა 26/27 მაისს. ამასთანავე სინოდმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თავის პოზიციას, რომ ევქარისტიით შეუძლებელია ავადმყოფობების გადაცემა, ამას უწოდა რა “დოგმატური სწავლება”.

ელადის არქიეპისკოპატმა ასევე დაგეგმა სოციალური დახმარების დიდი პროგრამა, რომელსაც გაუწევენ კარანტინის გამო დაზარალებულთ – როგორც ავადმყოფებს და უძლურებაში მყოფთ, ისე მათ, ვინც სამუშაო დაკარგა. მანვე მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქს (კონსტანტინოპოლში) რომელმაც საბერძნეთის მთავრობას 50.000 ევრო შემოსწირა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.”