საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12-ით გაიზარდა და 456 შეადგინა.
ბოლო 24 საათში Covid 19-ით დაავადებულთა რაოდენობა 25-ით არის გაზრდილი.
stopcov.ge-ს ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმშია 4949 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 555 პირია.
132 გამოჯანმრთელებულია. სამწუხაროდ, Covid 19-ს 5 ადამიანი ემსხვერპლა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

