საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან 31 ადამიანი განიკურნასაქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 31 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 157 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 31, ხოლო ერთი გარდაიცვალა.