საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 148-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 148-მდე გაიზარდასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5.550 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 281 პირი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 18-ით გაიზარდა.

ინფორმაციისთვის, 148 ადამიანიდან 27 გამოჯანმრთელებულია.