საქართველოში კოვიდ 19-გან 107 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კოვიდ 19-გან 107 ადამიანი განიკურნასაქართველოში კორონავირუსისგან უკვე 107 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინშია 5.160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 416 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.