საქართველოში კოვიდ 19-გან 132 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კოვიდ 19-გან 132 ადამიანი განიკურნასაქართველოში კორონავირუსისგან უკვე 132 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინშია 5.888 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 431 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.