საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები 444-მდე გაიზარდა

საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები 444-მდე გაიზარდასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 444-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 5 888 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571 პირი. ინფორმაციისთვის, 444 ადამიანიდან 132 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.