საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდა

საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 214-მდე გაიზარდასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა სამით გაიზარდა და 214 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4.559 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353 პირი.

ინფორმაციისთვის, 214 ადამიანიდან 50 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.