საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 296-მდე გაიზარდა

საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 296-მდე გაიზარდასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24-ით გაიზარდა და 296 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4.834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434 პირი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 30-ით არის გაზრდილი.

ინფორმაციისთვის, 296 ადამიანიდან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.