საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 370-მდე გაიზარდა

საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 370-მდე გაიზარდასაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 34-ით გაიზარდა და 370 შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5.035 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540 პირი.

ინფორმაციისთვის, 370 ადამიანიდან 77 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.