„დღეს დილით აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ბიქსირეულ სექტორში მკურნალობს 54 პაციენტი. აქედან 21 არის კოვიდ დადასტურებული. დამატებულია 5 პაციენტი. 21 პაციენტიდან 8 პაციენტი 18 წლამდე ასაკისა. ამ რვიდან ერთს გამოჯანმრთელება დაუდასტურდა და 13 წლის მოზარდი გაეწერება.
გუშინ შემოიყვანეს სასულიერო პირი, რომელსაც დაუდასტურდა “კოვიდ19″, გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი. ასევე, ჩვენთან მოთავსებული არიან მისი ოჯახის წევრები, რომლებიც გუშინ შემოიყვანეს” – ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა.
საქართველოში კორონა ვირუსის 296 შემთხვევა დადასტურდა.
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 68
მათ შორის გარდაცვლილი – 3
კარანტინის რეჟიმში – 4834
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

