თბილისის სასწრაფოს ექიმს კო­რო­ნა­ვირუ­სი დაუდასტურდა – მას ვირუსი ეროვნული ბანკის თანამშრომელი მეუღლისგან გადაედო

თბილისის სასწრაფოს ექიმს კო­რო­ნა­ვირუ­სი დაუდასტურდა - მას ვირუსი ეროვნული ბანკის თანამშრომელი მეუღლისგან გადაედოთბი­ლი­სის სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ექიმს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

ამის შე­სა­ხებ სა­მე­დი­ცი­ნო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და გა­მო­ძა­ხე­ბა­თა მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ამი­რან გო­გი­ტი­ძემ გა­ნა­ცხა­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექიმს კო­რო­ნა­ვირუ­სი მე­უღ­ლის­გან გა­და­ე­დო, რო­მე­ლიც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის თა­ნამ­შრო­მე­ლია.

გო­გი­ტი­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნულ ექიმს სიმპტო­მე­ბი 2 აპ­რილს გა­მო­უვ­ლინ­და, ბოლო მო­რი­გე­ო­ბა კი 31 მარტს ჰქონ­და და მისი მხრი­დან თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა, ამის მი­უ­ხე­და­ვად, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­ვა ყვე­ლა ის პირი, ვი­საც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი.

ამას­თან, გო­გი­ტი­ძე გან­მარ­ტავს, რომ ექი­მი ყვე­ლა გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკი­პი­რე­ბით გა­დი­ო­და, რაც გა­მო­რი­ცხავს მისი მხრი­დან პა­ცი­ენ­ტე­ბის შე­საძ­ლო და­ინ­ფი­ცი­რე­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, ეს კო­რო­ნა­ვირუ­სით მე­დი­კო­სის ინ­ფი­ცი­რე­ბის მე­ო­რე შემ­თხვე­ვაა. კი­დევ ერთი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბა­თუ­მე­ლი ექთა­ნია.

ამბები