“ასფალტზე მარტყმევინეს თავი…” – ქუთაისში 50 წლის მამაკაცი დააკავეს

სასტიკი და არაჰუმანური მეთოდით დაკავება ქუთაისში – ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ათეულობით თვითმხილველის თვალწინ 50 წლამდე მამაკაცს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაკავების მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია.

“კი, ძმაო მცემეს. ასფალტზე მარტყმევინეს თავი… ექსპერტთან წამიყვანეთ”,  – ამბობს დაკავებული მთავარ არხთან საუბრისას.
ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიციელებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მსგავსი მეთოდებით ისე დააკავონ პირი, ინფორმაცია გადამოწმებულიც არ ჰქონდეთ.

“მთავარი არხი” შს სამინისტროს ერთი საათის უკან დაუკავშირდა, თუმცა მომხდართან დაკავშირებით უწყებას ამ დრომდე განმარტებები არ გაუკეთებია.

მთავარი