დიღომში მამაკაცი დაჭრეს

დიღომში მამაკაცი დაჭრესთბილისში, დიღომში მომხდარი ურთიერთდაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება შუა ხნის მამაკაცებს შორის მოხდა, როდესაც ერთმა მეორეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 117 -ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.