საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ეპიცენტრი ქარელის რაიონში იყო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - ეპიცენტრი ქარელის რაიონში იყოსაქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქარელის რაიონშია. მისმა სიმძლავრემ 4,5 მაგნიტუდა შეადგინა.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის ზაზა გულიაშვილის ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

,,საკმაოდ ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ქარელის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, სეისმოლოგების ინფორმაციით, მისმა სიმძლავრემ 4,5 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი იყო ქარელის რაიონში, კონკრეტულად ძამას ხეობაში. მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია“, – აღნიშნა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა.

ქარელის გარდა, ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც.

იპნ